საქართველოდან ცხვრის ექსპორტი 40%-ით შემცირდა – სად ვყიდით?

საქართველოდან ცხვრის ექსპორტი 40%-ით შემცირდა – სად ვყიდით?

2024 წლის 8 თვეში საქართველოდან ცოცხალი ცხვრების და თხების ექსპორტი 40%-ით შემცირდა.

გასული წლის საანგარიშო პერიოდში საქართველოდან 23.9 მლნ აშშ დოლარის 8,443 ტონა ცხვრები გაიყიდა, მიმდინარე წელს კი, 16.9 მლნ აშშ დოლარის 5,063 ტონა.

ექსპორტის შემცირებას ფერმერების ნაწილი რეექსპორტის წილის კლებით ხსნის. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთ მთავარ საექსპორტო ბაზარზე, აზერბაიჯანში ქართლის რეგიონში დაფიქსირებული ჭირის შემთხვევების გამო ცხვრის ექსპორტი აპრილის ბოლოდან ივნისის დასაწყისამდე აკრძალული იყო.

2024 წლის იანვარ-აგვისტოში კი, საექსპორტო ბაზრების ჩამონათვალი ასეთია:

  • აზერბაიჯანი – $9.4 მლნ-ს 3,137 ტონა;
  • საუდის არაბეთი – $6.1 მლნ-ს 1,407 ტონა;
  • ლიბანი – $700 ათასის 315 ტონა;
  • კატარი – $571.9 ათასის 152 ტონა;
  • ერაყი – $156.2 ათასის 51.6 ტონა.

მსგავსი სიახლეები

“ეკონომიკის ბევრ სექტორში არის რესურსი, რომ მოხდეს ნარჩენების ხელმეორედ გამოყენება” – სოლომონ პავლიაშვილი

“ეკონომიკის ბევრ სექტორში არის რესურსი, რომ მოხდეს ნარჩენების ხელმეორედ…

“ეკონომიკის ბევრ სექტორში არის რესურსი, რომ მოხდეს ნარჩენების ხელმეორედ გამოყენება და მივიღოთ ნარჩენებისგან წარმოებული პროდუქცია, რომელიც  თავისთავად ახალ, დამატებით სამუშაო ადგილებს…
2024 წელს საქართველომ $2.2 მილიარდის აგროსურსათი იყიდა – იმპორტი ექსპორტზე $516 მილიონით მეტია

2024 წელს საქართველომ $2.2 მილიარდის აგროსურსათი იყიდა – იმპორტი…

2024 წლის წინასწარი მონაცემებით, საქართველოდან ექსპორტირებულია 1 მლრდ 680 მლნ აშშ დოლარის ღირებულების აგროსასურსათო პროდუქცია, რაც 17%-ით აღემატება 2023 წლის ანალოგიურ…
დღევანდელი დროის ყველაზე სახიფათო ეკონომიკური დანაშაულები: სიღრმისეული ანალიზი

დღევანდელი დროის ყველაზე სახიფათო ეკონომიკური დანაშაულები: სიღრმისეული ანალიზი

საბა ხელაშვილი, ადვოკატი ეკონომიკური დანაშაულების შესავალი ეკონომიკური დანაშაული 21-ე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული გამოწვევაა. ეს ფენომენი მოიცავს უკანონო და დახვეწილ ქმედებათა…